გორგასალის ქუჩაზე კიდევ ერთი მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

859

კრწანისის რაიონში, გორგასალის ქუჩაზე ახალი სკვერისა და სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები აქტიურ რეჟიმშია და სტადიონის მოწყობის პარალელურად, თანამედროვე ტრენაჟორების სივრცის მოწყობაც დაიწყო.

მოსასვენებელი ზონა 2880 კვ.მ-ზე განთავსდება. ქუჩის კალათბურთის მოედანი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება და ასევე, მიმდებარედ მოეწყობა დასასვენებელი ზონა, დამონტაჟდება განათების სისტემა და ტერიტორია სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანდება.

სამუშაოები, რომლის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 103 000 ლარია გამოყოფილი, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.