სოფელ თამარიანში ამბულატორია აშენდება

579

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. ამბულატორია სოფელ თამარიანის მოსახლეობასთან ერთად, მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებსაც მოემსახურება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 91 330 ლარს შეადგენს.