გორელ ამომრჩეველს პეტიციის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა უკვე აქვს

417

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი საქართველოში პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთია, სადაც ამომრჩევლებს პეტიციის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა აქვთ (დადგ. N23; 05.05.2017).

აღნიშნული საკითხის ინიციატორი ქ. გორის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ ზურაბ როსებაშვილია და მიზნად ისახავს ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას.

საკითხის მომზადებასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში საკრებულოს  დახმარება გაუწია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა (ICCC) პროექტის „ინოვაციური მიდგომების გამოყენება მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

პეტიციის ელექტრონულად წარმოების და სხვა სიახლეების შესახებ პრეზენტაცია ხვალ, 6 ივლისს 12:00 სთ-ზე ქ. გორის მუნიციპალიტეტის შენობის სხდომათა დარბაზში გაიმართება (მის: ქ. გორი. სტალინის ქ. N16).

დასწრება თავისუფალია, გთხოვთ მობრძანდეთ!