ზუგდიდის მერი: წყალანირების მოსაწყობად ზუგდიდში ცენტრალური ქუჩები გადაითხრება

506

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, ზუგდიდში დადიანის, სოხუმის, აღმაშენებლის, რუსთაველისა და თავისუფლების ქუჩებზე წყალარინების სამუშაოებისთვის გზები გადაითხრება.

როგორც ჟურნალისტებს მერმა დემოკრატიული ჩართულობის ქსელების ზუგდიდის ოფისში უთხრა, სამუშოების ხანგრძლივობა ლოკაციის მასშტაბზეა დამოკიდებული.

“მოგეხსენებათ, რომ ცენტრალურ ქუჩებზე ჯერ არ ყოფილა წყალანირების სამუშაოები, მაგრამ დაიწყება და ალბათ, ლოკაციის მიხედვით, ერთ-ორ თვეში დასრულდება“, – აღნიშნა შენგელიამ.

საანგარიშო შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განხორციელებულ და მომავალ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დღეს, 25 სექტემბერს ჩატარდა.