საბურთალოს რაიონში გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

439

გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N41 კორპუსის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სკვერის რეაბილიტაციას 94 720 ლარი მოხმარდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ბავშვებისთვის გასართობი სივრცე მოეწყობა, ასევე, გაკეთდება საჩრდილობელი და განათების სისტემა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდება და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.

საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ამ დროისთვის, საფეხმავლო ბილიკის მოწყობა მიმდინარეობს.