ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლე ღარიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

948

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლე ღარიხევის ცენტრალურ  გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.  სოფელ ღარიხევის ცენტრალური გზის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 63 109 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში მობეტონდა სოფლის ცენტრალური გზის 700 მეტრიანი მონაკვეთი.