ცქიტიშვილი: მუნიციპალიტეტებში კვლავ ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული საჭიროებაა

858

საქართველოს ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა საჯარო სტრუქტურის მონაწილეობით მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა მიმდინარეობს და პირველადი პროექტი პარლამენტს 1 ოქტომბრამდე წარედგინება.

“წელს უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი გვაქვს და შესაბამისად, უპრეცედენტოდ ბევრია შერულებული პროექტების რაოდენობაც.

მუნიციპალიტეტებში კვლავ არსებობს ძალიან ბევრი საჭიროება და პირველ რიგში ეს საბაზისო ინფრასტრუქტურას ეხება.

აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით, ესაა – საერთაშორისო მაგისტრალები, ტურისტული ინფრასტრუქტურა და ბევრი სხვა, რაც ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენას და განვითარებას უწყობს ხელს. ამ პროექტებისთვის საჭიროა მეტი ფინანსები, ამიტომაც ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან ყველა სტრუქტურის მონაწილეობით, რათა დავადგინოთ ვის რისი შესაძლებლობა გვექნება მომავალ წელს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.