გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში სასწმელი წყლის სისტემა მოეწყობა

423

გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში სასწმელი წყლის სისტემა მოეწყობა. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ზემო ბოშურსა და ლევიტანაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება – 20 683 ლარი იქნება.

მერიამ ასევე ტენდერი გამოაცხადა სოფელ ფიცესში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 16 690 ლარია.

აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.