როდის გაიხსნება კაჭრეთის თანამედროვე, ახალი საჯარო სკოლა

55

სოფელ ზემო კაჭრეთიში სულ მალე ახალი სკოლა გაიხსნება და ის გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთადერთი სკოლა იქნება, რომელიც თანამედროვე სტანდატებს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

სკოლა ოქტომბრის ბოლოს უნდა გაიხსნას. შენობაში დამონტაჟდება ლიფტი და მოსწავლეები კიბეებით აღარ ივლიან. საჯარო სკოლას ექნება თანამედროვე ლაბორატორია და კაბინეტები, სპორტული მოედანი და რეკრეაციული ზონა. სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა და 2 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯა.