ადიგენში ფიტნესის ტრენაჟორები დამონტაჟდება

1045

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ გარე გამოყენების ტრენაჟორების შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. მისი ღირებულება 17 000 ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, დაბაში 11 სხვადასხვა სახეობის ტრენაჟორი დამონტაჟდება: “ნიჩბოსანი“, „სხეულის ამზიდი“, „აზიდვა მკერდიდან“, „მიმზიდი მკერდიდან“, „აზიდვა ფეხებით“, „ტვისტერი“, „მუცლის კუნთებისთვის“, „წელის კუნთებისთვის“, „ელიფტური“ და „ორმხრივი ძელი“ .

მოეწყობა საჩრდილობელი ფანჩატურიც.

ტრენაჟორები 14 წელს ზემოთ პირებისთვის იქნება განკუთვნილი.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადებების მიღება 28 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს 13:30 საათზე დასრულდება.