ადიგენის სოფელ შოყის სკოლა წელსაც წყლის გარეშე დარჩა

81

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყის ოთხკლასიან სკოლაში, სასმელი წყლის შეყვანა ახალ სასწავლო წელსაც ვერ მოხერხდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

გამოცემამ ივლისში დაწერა სოფელ შოყის სკოლაში არსებულ პრობლემებზე.

– სკოლის არც შენობასა და არც ეზოში არ იყო წყალი. სკოლის დამლაგებელი წყალს სახლიდან ეზიდებოდა.
– საპირფარეშო იყო გასამაგრებელი და ერთ ტუალეტს კარიც არ ჰქონდა.
– სკოლას არ ჰქონდა ღობე.

რა შეიცვალა ახალ სასწავლო წელს?

– სოფელ შოყის სკოლას ორი პირველკლასელი შეემატა.
– სკოლა ისევ სასმელი წყლის გარეშეა.
– სკოლას ისევ არ აქვს ღობე.

„საპირფარეშო გაამაგრეს და კარიც დაკიდეს. 2020 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას ბიუჯეტში აქვს ჩასმული სოფელ შოყაში ახალი სკოლის გაკეთება, თუ ძველის რეაბილიტაცია, ზუსტად ვერ გეტყვით და უკვე იქ მოხდება წყლის შეყვანა“, – განაცხადა ადიგენის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის ფინანსისტმა ელისო კეღოშვილმა.