გორის სოფელ ატენში ბილიკებისა და პარკინგის მოწყობა დაიწყო

572
ატენი. 2018 წლის 25 მარტი

ატენში, სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის, საპირფარეშოსი და საფეხმავლო ბილიკების მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ფონდის თანხით, უძველეს მონასტერთან ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის იფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

პროექტის ფარგლებში, ავტოპარკინგი ეკლესიის ქვემოთ, დაახლოებით 400 – 500 მ-ის მოშორებით გაკეთდება.

იქვე იქნება საპირფარეშო, ხოლო სიონამდე მისვლა ქვეითებს სპეციალურად შექმნილი ბილიკით შეეძლებათ.