ქუჩა ქუთაისში, სადაც 60 წელია კანალიზაციის პრობლემა არსებობს

737

ქუთაისში, ნეკრასოვის ქუჩაზე მოსახლეობას კანალიზიციის პრობლემა 50 წელზე მეტია აქვთ და ადგილობრივებ პრობემის გადაჭრას ითხოვენ. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, კანალიზაციის არარსებობის გამო  სახლებში მუდმივად უწევთ საპირფარეშოებისთვის სხვადასხვა ადგილებში ორმოების გათხრა და შემდეგ გაწმენდა.

“მეზობლის საპირფარეშოს სუნი მე მაწუხებს, იმასაც აწუხებს ჩემი. ყურადღებას არავინ გვაქცევს, გვპირდებიან გაგიკეთებთო, მაგრამ გაკეთებული ჯერ არაფერია. უბრალოდ, სირცხვილია 21-ე საუკუნეში კანალიზაციაზე რომ გვიწევს საუბარი”, –  ამბობს ნეკრასოვის ქუჩის მკვიდრი ნანული გოჩელაშვილი.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კანალიზაციის პრობლემის მოგვარება მომავალი წლიდან დაიწყება.