პარლამენტის საქმიანობას “ძალიან კარგად” არავინ აფასებს, მუნიციპალიტეტების საკრებულოებს კი 3% აქვთ

1193

წინა სტატია

NDI-ის კვლევის მიხედვით, ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოებს შორის დადებითი რეიტინგში პარლამენტზე კარგი შეფასება საკრებულოებს აქვთ.

პარლამენტის მუშაობას “ძალიან კარგად” არც ერთი გამოკითხული არ აფასებს და ეს გრაფა კვლევაში საერთოდ ცარიელია, ხოლო “კარგად” აფასებს მხოლოდ 8%.

საკრებულოების მუშაობას “ძალიან კარგად” ძალიან ცოტა გამოკითხული აფასებს, მაგალითად თბილისი საკრებულოს – 1%, თბილისის გარეთ საკრებულოებს – 3%.

“კარგად” მუშაობის შეფასებაში კი თბილისის საკრებულოს აქვს 8%, თბილისის გარეთ საკრებულოებს 24%.

ჯამში, დადებით რეიტინგის ჩამონათვალში ბოლო ადგილზე საქართველოს პარლამენტია – 8%-ით, შემდეგ მოდის თბილისის საკრებულო – 9%-ით, თბილისის გარეთ საკრებულოებს აქვთ – 27%.

“საშუალოდ” შეფასების ჩამონათვალი ასეთია: პარლამენტსა და თბილისის საკრებულოს აქვთ 39%, ხოლო თბილისის გარეთ საკრებულოებს – 36%.

“ცუდად” მუშაობის შეფასებაში პირველი არის პარლამენტი – 32%-ით, შემდეგ მოდის თბილისის საკრებულო – 20%-ით, უარყოფითი რეიტინგის ბოლოსა თბილისი გარეთ საკრებულოები –  17%-ით.

“ძალიან ცუდად” შეფასებაში ისევ პირველია პარლამენტი – 10%-ით, შემდეგ – თბილისის საკრებულო – 8%-ით და შემდეგ მუნიციპალიტეტების საკრებულო – 3%-ით.

ჯამში, ნეგატიურ რეიტინგში პირველ ადგილს პარლამენტი იკავებს 42%-ით.

“არ ვიცი”: თბილისის საკრებულოს აქვს – 22%, მუნიციპალიტეტების საკრებულოს – 16% და პარლამენტს – 10%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.