მერების დადებითი რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის

1004

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

NDI-ის კვლევის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირებს შორის რეიტინგში დედაქალაქისა და მუნიციპალიტეტების მერებს ბევრად მაღალი დადებითი შეფასება აქვთ, ვიდრე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

კვლევის თანახმად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის და პრემიერ-მინისტრის (კვლევის პერიოდში) მამუკა ბახტაძის მუშაობას “ძალიან კარგად” აფასებს გამოკითხულთა მხოლოდ 1-1%.

მუნიციპალიტეტების მერების მუშაობას “ძალიან კარგად” აფასებს 2%, ხოლო თბილისის მერის, კახა კალაძის მუშაობს – 11 %.

“კარგად” შეფასების რეიტინგშიც პირველ ადგილზე კახა კალაძეა 34%-ით. შემდეგ მოდის მუნიციპალიტეტების მერები – 26%-ით, მამუკა ბახტაძის მუშაობა კარგად შეფასებული აქვს 12%-ს, სალომე ზურაბიშვილის – 11%ს, ხოლო არჩილ თალაკვაძის – 9%-ს.

“საშუალოდ” შეფასების რეიტინგი ასეთია: მამუკა ბახტაძე – 43%, კახა კალაძე – 37%, სალომე ზურაბიშვილი – 36%, მუნიციპალიტეტების მერები – 34%; არჩილ თალაკვაძე – 31%.

“ცუდად” შეფასების ჩამონათვალში პირველი პრეზიდენტია, ბოლო კი თბილისის მერი: სალომე ზურაბიშვილი – 28%, მამუკა ბახტაძე – 21%, არჩილ თალაკვაძე – 16%, მუნიციპალიტეტების მერები – 16%, კახა კალაძე – 10%;

“ძალიან ცუდად” შეფასებაშიც პირველი პრეზიდენტია: სალომე ზურაბიშვილი – 12%, მამუკა ბახტაძე – 7%, არჩილ თალაკვაძე – 6%, კახა კალაძის – 5%, მუნიციპალიტეტების მერების – 4%;

“არ ვიცის” ჩამონათვალში გამოკითხულებს ყველაზე მეტად არჩილ თალაკვაძის საქმიანობის შეფასება უჭირთ. არჩილ თალაკვაძე – 35%, მუნიციპალიტეტების მერები – 18%, მამუკა ბახტაძე – 15%, სალომე ზურაბიშვილი – 12%, კახა კალაძე – 3%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.