NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 3% აცხადებს, რომ თბილისის გარეთ საკრებულოები ძალიან კარგად მუშაობს

321

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

NDI საკრებულოების მუშაობის შეფასებას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხრიდან თბილისის გარეთ საკრებულოს მუშაობას დადებითად აფასებს 27%, უარყოფითად – 20%.

კვლევის თანახმად, თბილისის გარეთ საკრებულოების შეფასების რეიტინგი ასეთია:

ძალიან კარგად მუშაობს, ამბობს გამოკითხულთა – 3%;

კარგად – 24%;

საშუალოდ – 36%;

ცუდად – 17%;

ძალიან ცუდად – 3%;

არ ვიცი – 16%.

NDI-ის კვლევის თანახმად, თბლისი მერს დადებითად აფასებს 45%, რაც 2%-ით მაღალია, ვიდრე იყო აპრილის კვლევაში.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის დაკვეთით, საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.