ვიცეპრემიერი: ბიუჯეტის შედგენისას მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლებაა

676

წინა სტატია

ბიუჯეტის შედგენისას მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით აქტიურ რეჟიმში მუშაობს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე.

“დეტალურად გავდივართ ყველა სამინისტორს სურვილებს. მოგეხსენებათ რომ მთლიანი ბიუჯეტი დგება იმ ინიციატივებისა და პროგრამებისგან, რომელსაც ესა თუ ის სამინისტრო აპირებს რომ განახორციელოს, გააგრძელოს დაწყებული საქმე ან დაიწყოს ახალი პროექტები.

პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ მოქალაქეზე ორიენტირებულ ბიუჯეტზე, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ყველაზე დაუცველ სოციალურ ჯგუფებზე ზრუნვას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეს იქნება წყალმომარაგება რეგიონებში, საგზაო სამუშაოები, საბავშვო ბაღები თუ ამბულატორიები, ამ შემთხვევაშიც მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული ხარჯების გაზრდას გეგმავს. ამასთან პრემიერის თქმით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების საკითხი მკაცრად გაკონტროლდება.