გორის მერიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ორი ტენდერი გამოაცხადა

539

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ორი ტენდერი გამოაცხადა.

კერძოდ, გორის სოფელ მეჯვრისხევში, ფაბრიკის დასახლებაში, სპორტული მოედნის მოსაწყობად მერიამ 53 372 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ მოედნის მოწყობა 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

ხოლო გორის სოფელ თედოწმინდასა და ახალდაბაში სანიაღვრე არხის მოწყობისისთვის მერიას ტენდერს 84 955 ლარზე აცხადებს.