ასპინძაში სკვერის რეაბილიტაციას 55 500 ლარი მოხმარდება

705

დაბა ასპინძაში ვარძიის ქუჩის მიდებარედ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მერიამ ტენდერი 61 700 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს “ექსიმ მეიდმა“ მიიღო, სამუშაოების შესასრულებლად კი 55 500 ლარი მოითხოვა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

პარკში არსებული ძველი ტროტუარი და ბეტონის ბორდიური, ამორტიზებული იატაკის ფილები და განათების ძველი ბოძები მოიხსნება და ახლით შეიცვლება.

დემონტაჟის შემდეგ საავტომობილო გზის მხარეს  ბაზალტის ბორდიური მოეწყობა, ხოლო პარკის შიგნით ჩამკეტი ბორდიურები გაკეთდება. გარდა ამისა, გმწვანდება პარკის ტერიტორია, დამონტაჟდება გარეგანათების ბოძები და დაიდგმება ახალი საბავშვო ატრაქციონი.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. შესრულებული სამუშოს ხარისხის საგარანტიო ვადა, საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელიწადი იქნება.