ხარაგაულის სოფელ კიცხსა და ლაშეში გაზიფიცირება დაიწყო

746

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხსა და ლაშეში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, ბუნებრივი აირის მაგისტრალს მიწისქვეშ ათავსებენ. ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორი სოფლის 600-ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდება.

სამუშაოებს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაკვეთით შპს “ბილდინგ დეველოპერი“ ააწარმოებს. ბუნებრივი აირის მაგისტრალის მშენებლობის შემდეგ კი, აბონენტების გამრიცხველიანებას “სოკარ ჯორჯი გაზი“ უზრუნველყოფს.

დღეის მდგომარეობით ხარაგაულში ექვსი სოფელი: თეთრაწყარო, ახალსოფელი, ჩხერი, ბაზალეთი, ისლარი, ჯაფაროული და დაბის ადმინისტრაციული ცენტრია გაზიფიცირებული.