ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფლის შიდა გზების რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი იხარჯება

990

ტყიბულის მუნიციპალლიტეტში სოფლის შიდა გზების რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი იხარჯება.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ბეტონის საფარი 6,620 გრძივ მეტრზე იგება და 11 მიმართულებას მოიცავს,

“სოფელი მუხურა, მანჭიორი, ახალსოფელი, ცუცხვათი-ძუყნური, ხრესილი(ორღელე), მანდიკორი, ბობოთი, სოჩხეთი(მუხნარი), კურსები(უკლებების უბანი), გურნა(ნაჭიშკრევი), ოჯოლა , –  აღნიშნულ სოფლებში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

გარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა, ახალსოფელში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და გაზიფიცირების სამუშაოებიც მიმდინარეობს”, – აცხადებენ მერიაში.