გორის სოფელ ქვახვრელში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

193

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეეტის სოფელ ქვახვრელში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დრომდე, სააღმზრდელო პროცესი 2 სასწავლო წლის განმავლობაში დაქირავებულ კერძო სახლში მიმდინარეობდა.

“იმისათვის, რომ ბაღის აღსაზრდელებს შესაბამის პირობებში მიეღოთ სკოლამდელი განათლება, გამონთავისუფლდა ადმინისტრაციულ შენობის სრული ფართი. რეაბილიტირდა შენობა, შეიცვალა ძველი ელექტრო, საკანალიზაციო და წყლის სისტემა, მოეწყო სველი წერტილები და ჩატარდა სარემონტო სამუშაობი. ბაგა-ბაღის რეაბილიტაციისათვის გორის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 449 ლარი დაიხარჯა. დღეისათვის ქვახვრელის ბაღში სამ ჯგუფი ფუნქციონირებს და 86 აღსაზრდელი ირიცხება”, – აცხადებენ მერიაში.