მარნეულში 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასრულდა

814

ქალაქ მარნეულში 200 მოსწავლეზე გათვლილი №1 საჯარო სკოლა გახსნეს.

“აღსანიშნავია, რომ უახლესი სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება, 200 მოსწავლეზეა გათვლილი და შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. გარდა ამისა, სკოლა აღჭურვილია თანამედროვე სასკოლო ინვენტარით”, – აცხადებენ მარნეულის მერიაში.

ახალი სკოლის მშენებლობისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

სკოლის საზეიმო გახსნას, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, მარნეულის მაჟორიტარი – დეპუტატი რუსლან გაჯიევი, მერი ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილე მამუკა ნავერიანი, ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.