დუშეთის მუნიციპალიტეტში წელს 10 სკოლა და 3 სკოლა-პანსიონი გარემონტდა

78

განათლების სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 10 საჯარო სკოლა და 3 სკოლა-პანსიონი გარემონტდა, – აცხადებენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში სამუშაო პროცესი სწავლის პარალელურად გაგრძელდება და უახლოეს დღეებში დასრულდება.

გარდა ამისა, დუშეთის საკრებულოს ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა I-IV კლასელ მოსწავლეს სკოლის ჩანთა და საკანცელარიო ნივთები საჩუქრად გადაეცა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს წელს 242 პირველკლასელი შეემატა.

ცნობისთვის, განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან მცხეთა-მთიანეთის 4 მუნიციპალიტეტს 21 პროექტისთვის 2 მილიონი ერგო.