გურჯაანის მერია: ველისციხის განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის II ეტაპი მიმდინარეობს

605

წინა სტატია

ველისციხის განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, – აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, პროექტის ავტორი გია აბულაძე და სხვა არქიტექტორები, ახალგაზრდებთან ერთად, ამ ეტაპზე, აზომვით ნახაზებზე მუშაობენ.

” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტირების სამუშაოებში, გია აბულაძის ინიციატივით, სხვა სტუდენტებთან ერთად, ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ველისციხის ცენტრის განვითარების პროექტი ითვალისწინებს 55-მდე სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, საფეხმავლო ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ველისციხის თეატრის, მოედნის და პარკის რეაბილიტაციას.

პროექტის ავტორი ადგილობრივ ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრებს პარკის რეაბილიტაციის დაგეგმვის საკითხებზეც ახორციელებს.