ჩუღურეთის რაიონში დიღომბარის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

598

ჩუღურეთის რაიონში, დიღომბარის N21-ში, გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს “ოცნების სახლი“ ასრულებს და მისი ღირებულება 127 000 ლარია.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, მიმდინარე წელს მსგავსი სამუშაოები 38 მისამართზე უკვე დასრულდა.