თბილიში გვაზაურის ქუჩაზე საყრდენი კედელი მოეწყო

766

ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის ქუჩა N45-ში, გრუნტის დამჭერი კედელი და ლითონის დამცავი ღობე მოეწყო.

როგორც გამგეობაში აცხადებენ ახლადმოწყობილი კედლის სიგრძე 18 მეტრია, სიმაღლე კი 3,7 მეტრი.

აღნიშნულ მისამართზე შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 32 130 ლარი დახარჯა.