საოკუპაციო ხაზთან მდებარე ქერეში სკოლის დროებით დაკეტვა ადგილობრივებმა გააპროტესტეს

115

წინა სტატია

გორის სოფელ ქერეს მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სკოლის დაკეტვის ფაქტი გააპროტესტეს. მათი თქმით, ამიერიდან 60-მდე მოსაწავლეს მერეთის სკოლაში მოუწევს განათლების მიღება, რაც მათთვის მიუღებელია.

ქერელები ამბობენ, რომ ხელისუფლებას სკოლის სამშენებლო სამუშაობი არდადეგების დროს უნდა განეხორციელებინა.

ისინი თვლიან, რომ ყოველდღიურად 8 კილომეტრის გავლა

სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის განცხადებით, მოსწავლეების ტრანსპორტირებას მერია უზრუნველყოფს. ტერმაკოზაშვილი ვერ აკონკრეტებს, თუ როდის დაიწყება ქერეს სკოლის დემონტაჟი და ახალი სკოლის აშენება.