გორის მერიაში 3 ადამიანი დააწინაურეს, 2-მა კი თანამდებობა დატოვა

1186

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებებია. კერძოდ, 3 ადამიანი უფროსი სპეციალისტობიდან, განყოფილების უფროსად გადაიყვანეს, 2-მა მათგანმა კი, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.შედეგად უწყებაში ახალი ვაკანსიები გაჩნდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

კერძოდ, დაწინაურდნენ სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და შესყიდვების განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. სამივე მათგანი სამსახურის უფროსებად გადაიყვანეს.

რაც შეეხება მერის წარმომადგენლებისა და წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების I კატეგორიის უმცროს სპეციალისტს და მერის წარმომადგენელს ცენტრალური დასახლების პირველი უბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, მათ თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.