დაუსრულებელი რემონტის გამო, ჩხოროწყუს 14 ბაღში სასწავლო წელი ერთი კვირის დაგვინებით დაიწყება

620

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეაბილიტაცია 15 საბავშვო ბაღში ჩატარდა. ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძლდება, რის გამოც 14 საღმზრდელო დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი ერთი კვირით გადაიდო.

მერიაში აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღებში საჭიროების მიხედვით იცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები, იატაკი, ტარდება კოსმეტიკური სამუშაოები, ეწყობა ფასადები და სველი წერტილები.

სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი 700 000 ლარით აფინანსებს. სააღმზრდელო პროცესი დღეს 19 საბავშვო ბაღში დაიწყო.