ხაშურის სოფელ ტეზერში ახალი ბაღი გაიხსნა

74

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში ახალი სასწავლო წლის დაწყება ახალი საბავშვო ბაღის გახსნით აღინიშნა.

ხაშურის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ ტეზერში სტანდარტული საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ამჯერად, ახლადგახსნილი სააღმზრდელო დაწესებულება ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს.

ბაღში 40 აღსაზრდელია. აქ დასაქმებულია 10 თანამშრომელი.

ტეზრის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ღირებულებამ 95 998 ლარი შეადგინა