გოგი წულაია: ქუთაისში მილიონობით ლარის ქონება ნადგურდება

702

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია ამბობს, რომ ქუთაისში მილიონობით ლარის ქონება ნადგურდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

გოგი წულაია ბრიფინგზე ქალაქის მასშტაბით მიტოვებული შენობების თემას გამოეხმაურა და ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

“ქუთაისში ასობით შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი და მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მერიიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რამდენია ასეთი შენობა და ვერ გვიპასუხეს, თითქოს ვერ გაიგეს, რას ვითხოვდით. ამიტომ ამ შენობებთან გავმართავთ ბრიფინგს და ჩვენ მივაწოდებთ ინფორმაციას. ამასთან, მოვითხოვთ პასუხს, ვისია ეს შენობები და რატომ არ ხდება მათი გაყიდვა, ან რეაბილიტაცია. მილიონობით ლარის ქონება ნადგურდება, ამასთან, საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის. დაზიანებული შენობებიდან ბათქაში ცვივა და რამდენჯერმე დააზიანა გამვლელი, არის ანტისანიტარია და მერია არც ინტერესდება ქალაქის ცენტრში არსებული მდგომარეობით”-განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, შენობების ნაწილი კერძო საკუთრებაშია, თუმცა მერიას  მფლობელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უნდა მოითხოვოს, რასაც  არ აკეთებს.

ქუთაისის მერიაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

შეგახსენებთ, ქუთაისში არაერთი უფუნქციო შენობაა, მათ რიცხვს გასულ წელს საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობა მიემატა. გარდა ამისა არის შენობები, რომლებიც გასხვისებული არ, თუმცა ინვესტორი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებს არ ასრულებს