გორის ცენტრში გარემოვაჭრეების წინააღმდეგ პოლიცია მორიგეობს

765

წინა სტატია

დღეს დილიდან გურამიშვილის ქუჩაზე პოლიცია ისევ მორიგეობს. გორის შს სამმართველოს თანამშრომლები გარემოვაჭრეებს ტროტუარზე დგომას უკრძალავენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

რამდენიმე დღეა სამმართველოს თანამშრომლები ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე პატრულირებენ. აქ ტანსაცმლით, ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელები ვაჭრობენ. ასევე, ვაჭრობენ ბოშებიც.

უკანონო უკანონო გარევაჭრობა გორში 2018 წლის მაისიდან აიკრძალა, თუმცა, დროდადრო ჭავჭავაძის ქუჩაზე ვაჭრობა მაინც იწყება. ფეხითმოსიარულეთა სავალი, მხოლოდ, მაშინ თავისუფლდება, როდესაც პოლიცია მორიგეობას იწყებს.