განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლებში, სადაც სასწავლო წელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაიდო, ბავშვები შაბათსაც ისწავლიან

627

წინა სტატია

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლებში, სადაც სასწავლო წელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაგვიანებით დაიწყება, გაცდენილი საათები შაბათ დღეს ანაზღაურდება.

როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, სკოლების რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება და ამიტომ, მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილების საჭიროება არ არსებობს.

“მოგეხსენებათ, რომ 700-მდე სკოლაში რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. საქართველოში სკოლის ინფრასტრუქტურის ამხელა მასშტაბის რეაბილიტაცია არასდროს ყოფილა. დარჩა 19-მდე სკოლა, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება, რომ სამუშაოები დამთავრდეს. მაქსიმუმ 2 კვირის ფარგლებში ამ სკოლებში აღდგება სწავლა და გაცდენილი საათები შაბათ დღეს ანაზღაურდება. ყველაზე მთავარია ის პროექტები, რომელიც წელს ინფრასტრუქტურულად განხორციელდა“, – განაცხადა ბატიაშვილმა