მარნეულში 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასრულდა

1339

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, მარნეულში პირველი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.

სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 900 000 ლარი გამოიყო.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახლადაშენებული სკოლა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და 200 მოსწავლეზეა გათვლილი.

“ამჟამად სკოლაში 130 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 20 პირველკლასელი. სკოლის შენობა 1930 წლიდან ფუნქციონირებდა, სიძველის გამო კი მისი დემონტაჟი გახდა საჭირო “,- განმარტავენ სამინისტროში.