ადიგენში, სოფელ ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

797

სტატიის გაგრძელება

ადიგენში, სოფელ ზარზმაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება, 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ახალი ინვენტარით აღიჭურვება. სამუშაოების დასრულებამდე ზარზმის მოსწავლეები დროებით მლაშეს საჯარო სკოლაში ისწავლიან. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ზარზმაში სკოლის რეაბილიტაციას სექტემბრის ბოლოს დაასრულებს. სამუშაოები აქ მარტიდან მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლის 50–მდე მოსწავლე სოფელ მლაშეს საჯარო სკოლაში სწავლობდა.

რეაბიულიტირებული სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი, აქ მოსწავლეები მეზობელი სოფლებიდანაც ივლიან.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ზარზმის საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სკოლაში განახლდა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, მოეწყო სპორტული მოედნები, კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სამუშაოები სექტემბრის ბოლომდე დასრულდება, შემდეგ კი განათლების სამინისტრო სკოლაში საჭირო ინვენტარს შეიტანს.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საქართელოში დაახლოებით 20–მდე სკოლაში ვერ დაიწყება 16–ში სწავლა, ამის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას დავდებთ“.

ზარზმის სკოლის რეაბილიტაცია, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 233 000 ლარი იხარჯება, 12 მარტს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითართების ფონდის დაკვეთით ხორციელდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კომფორტი XXI“ და მან სკოლის სრული რეაბილიტაცია უნდა განახორციელეოს.

ზარზმის სკოლა ცხრა კლასიანია და 50–მდე მოსწავლე სწავლობს. იმისათვის რომ სასწავლო პროცესი არ შეფერხებულიყო, ბავშვები მლაშეს საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში გადაიყვანეს.