საგარეჯოს მაღალმთიან სოფელ კოჭბაანში საბავშო ბაღი აშენდა

815

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ კოჭბაანში საბავშვო ბაღი აშენდა. სააღმზრდელო დაწესებულებას 12 აღსაზრდელი ეყოლება. ბავშვები აქ მიმდებარე სოფლებიდანაც ივლიან. ამის შესახებ სპექტრი წერს. 

ამ დრომდე აღნიშნულ სოფელში ბაღი არ არსებობდა და აღსაზრდელები გომბორში დადიოდნენ.

„ბაღის მშენებლობა აგვისტოს ბოლოს დასრულდა. აღჭურვა ვერ მოვასწარით, ამიტომ გახსნა 30 სექტემბრისთვის გადაიდო. ბიუჯეტში არ იყო ეს თანხა გათვალისწინებული და ხომ უნდა მოგვეძიებინა?!”-აღნიშნა speqtri.ge-სთან საგარეჯოს სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა ელზა გილაშვილმა.

ინფრატრუქტურის განყოფილების უფროსის ბექა ფეიქრიშვილის ინფორმაციით, მშენებლობა „მთის განვითარების ფონდმა“ დააფინანსა. ტენდერი ჩავარდა, შემდეგ კი ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულება ინდ მეწარმე „დავით კავთუაშვილს“ გაუფორმეს. სამუშაოებისთვის სულ 206 888 ლარი დაიხარჯა.