სენაკში 14 სკოლა და 20-ზე მეტი ბაღი გარემონტდა

965

სენაკის 26-ვე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება. სენაკის სკოლებში წელს 433 პირველკლასელი იქნება.

სენაკის მერია ავრცელებს ინფორმაციას, თუ არა სიახლეებით ხვდება სენაკის მუნიციპალიტეტი ახალ 2019-2020 სასწავლო წელს.

ახალი სასწავლო წლისთვის სრულად რეაბილიტირდა 2 საჯარო სკოლა:
სენაკის N3 საჯარო სკოლის მეორე კორპუსი და სოფელ კოტიანეთის სკოლა;

ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შემდეგ საჯარო სკოლებს:
სენაკის N1 საჯარო სკოლსა;
სენაკის N3 საჯარო სკოლას;
სენაკის N7 საჯარო სკოლას;
სოფელ ეკის საჯარო სკოლას;
სოფელ თეკლათის საჯარო სკოლას;
სოფელ ხორშის საჯარო სკოლას;
სოფელ უშაფათის საჯარო სკოლას;
სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლას;
სოფელ ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლას;
სოფელ მენჯის საჯარო სკოლას;
სოფელ ნოსირის საჯარო სკოლას;
სოფელ ლეძაძამეს საჯარო სკოლას;

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია 19 საჯარო სკოლის მოსწავლეთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

16 სექტემბერს სწავლა ასევ დაიწყება სენაკის ყველა – 26-ვე საბავშო ბაღში.

2019-2020 სასწავლო წლისთვის გარემონტებული საბავშო ბაღების ჩამონათვალი ასეთია:
სრულად გადაიხურა კოტიანეთის საბავშვო ბაღის შენობა;
რეაბილიტირდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა ძველი სენაკის პირველი და მეორე, უშაფათის, მენჯის საბავშვო ბაღების სამზარეულოები და სასაწყობო ოთახები;
იატაკები განახლდა უშაფათის, ძველი სენაკის, ნოქალაქევის, ნოსირის და მენჯის საბავშვო ბაღებში;
ეკის საბავშვო ბაღში კეთილმოეწყო აღსაზრდელთა საძინებელი ოთახი;
რეაბილიტირდა ძველი სენაკის პირველი და თეკლათის საბავშვო ბაღების სახურავები;
სააღმზრდელო ოთახების სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ნოსირის, ძველი სენაკის პირველ და კოტიანეთის საბავშვო ბაღებში;
გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა ახალსოფლისა და თეკლათის საბავშვო ბაღებში;
კეთილმოეწყო მენჯის საბავშვო ბაღის ფასადი;
სველი წერტილები მოეწყო ხორშის საბავშვო ბაღში;
ეზოს შემოღობვითი სამუშაოები დასრულდა გეჯეთის საბავშვო ბაღში;
სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღში;
ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა კოტიანეთის, ახალსოფლის, ლეძაძამეს, ქალაქის პირველ, მეორე და მეექვსე საბავშვო და ბაგა-ბაღებში.

სკოლამდელი აღზრდის სექტორში, ამ ეტაპზე, 1310 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომელთაც ახალ სასწავლო წელს კეთილმოწყობილი და განახლებული გარემო დახვდებათ.