პრემიერმა სახელმწიფო რწმუნებულებს სწრაფი და ეფექტიანი მუშაობისკენ მოუწოდა

1178

რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან – ვერა და ამ მიმართულებით სახელმწიფო რწმუნებულებს პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და სახელმწიფო რწმუნებულებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა.

“აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს, ამიტომ განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებური საქმეები, შემდგომ კი – პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა – პრობლემების შექმნა“, – მიმართა პრემიერმინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს.

პრემიერისა და რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების შეხვედრა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.