ჩხოროწყუში 7 სკოლა ნაწილობრივ რემონტდება

481

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 360 000 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა ნაწილობრივ რეაბილიტირდება.

სამუშაოები მოიცავს შენობის გადახურვას, სველი წერტილების, იატაკის, ჭერის, კარ-ფანჯრების რეაბილიტაციას, კოსმეტიკური სამუშაოების ჩატარებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.