ყაზბეგის სოფელ ვარდისუბნისა და გორისციხის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას 2 მილიონ ლარამდე მოხმარდება

1209

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფელ ვარდისუბნისა და გორისციხის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით, ყაზბეგის მერიამ 1 846 857 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად შეასრულოს. ამასთან, საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.

სატენდერო წინადადებების მიღება 27 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბერს დასრულდება.