ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

1002

მცხეთის მუნიციპალიტეტში, ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა, ახლა კი მისი კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

“საბავშვო ბაღი, რომელიც ორ ჯგუფზეა გათვლილი უახლოეს პერიოდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ეზოს კეთილმოწყობასა და საბავშვო ატრაქციონების განთავსებას ლტოლვილთა დანიის საბჭო ფინანსურად უზრუნველყოფს. ბაღი ექსპლუატაციისთვის ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცემა. აღნიშნულ ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას ფრეზეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები შეძლებენ”, – აცხადებენ მცხეთის მერიაში.

მათივე ცნიობით, საბავშო ბაღის გახსნა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

სამშენებლო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ბიუჯეტის, იაპონიის საელჩოს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.