საჩხერის 4 სოფელში გზა დაიგო

94

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთში, ჯრიაში, პერევსა და ჭალოვანში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა დასრულდა.

სამუშაო შ.პ.ს. “გუჯა”-მ შეასრულა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ასევე დასრულდა საჩხერეში სხვადასხვა უბნებსა და ჩიხებში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, ხოლო გარკვეული პროექტები უახლოეს ხანში დასრულდება.

რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო საავტომობილო ხიდიდან სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის მიმართულებით.

სამუშაო ინდ/მეწარმე მურმან ტოგონიძემ შეასრულა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.