დმანისის მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის რამდენიმე ტენდერს აცხადებს

603

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ოთხი ტენდერი გამოაცხადა.

კერძოდ, სოფელ ტნუსში სარიტუალო დარბაზის ეზოს შემოსაღობად მერიას 21 298 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება 21 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბერს დასრულდება.

ამასთან, სოფელ იაღუფლოს სარიტუალო დარბაზის სარებილიტაციო სამუშაოებისა და ქალაქ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის შენობაში სარეპეტიციო სასწავლო ოთახების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზემერიამ ტენდერი 28 255 ლარზე გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება აქაც 21 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბერს დასრულდება.

ხოლო ქალაქ დმანისის შიდა ქუჩების მოასფალტების, სოფელ დიდი დმანისისა და სოფელ ვარდისუბნის რ/ბ არხების მოწყობის სამუშაოებისთვის მერიამ 566 731 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წინადადებების მიღება 20 სექტემბერს დაიწყება და 23 სექტემბერს დასრულდება.

რაც შეეხება დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის სარიტუალო დარბაზისა და სოფელ მაშავერის სარიტუალო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას აქ მერიას ტენდერი 4 500 ლარზე აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება კი 16 სექტემბერს იწყება და 18 სექტემბერს დასრულდება.