“შე ქათამო, გამოდი გარეთ” – დაპირისპირება გორის საკრებულოს სხდომაზე

948

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების გამო შესვენება გამოცხადდა. ურთიერთლანძღვის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოს რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარეს, კობა ბერიანიძესა და ფრაქცია “ძლიერი გორი” წევრს, კახა ბურჯანაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

დეპუტატებს შორის დაპირისპირება ბურძანაძის მიერ სხდომაზე დაგვიანებით შესვლა გახდა, რაზეც კობა ბერიანიძემ შენიშვნა მისცა. “შენ რა შენიშვნებს მაძლევ, შე ქათამო, გამოდი გარეთ”, – მიმართა ბურჯანაძემ  ბერიანიძეს.
“შე მართლა ქათამო, გაეთრიე გარეთ”, – უპასუხა ბერიანიძემ.

​სიტუაციის განსამუხტად სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

ფრაქციის “ძლიერი გორი” თავმჯდომარის, ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” დეპუტატები პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ.