ხობის სოფელ ხამისკურში ბაღი გარემონტდა, თორსა-დღვაბის სკოლაში სველი წერტილები მოეწყო

644

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ხოლო თორსა-დღვაბის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მშენებლობა დასრულდა.

ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 51472 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა.

ბაღის რეაბილიტაცია ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, ხოლო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა.

2019 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის მიერ შერჩეული, 784 ათასი ლარის ღირებულების 63 პროექტი განხორციელდება

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა – მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო.