ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, თბილისელებს შემოვლითი რკინიგზის პროექტის განახლებას პირდება

549

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ შემოვლითი რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები ხუთი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა ხელისუფლებამ პროექტის დაწყებაზე უარი თქვა. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი იყო. 

უდუმაშვილი ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, შემოვლითი რკინიგზა აშენდება და თბილისი საცობებისგან გათავისუფლდება.

„ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ უნდა დაწყებულიყო შემოვლითი გზის მშენებლობა. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პროექტს არ დარქმეოდა წინა ხელისუფლების პროექტი, ამ ხელისუფლებამ უარი თქვა შემოვლით რკინიგზის პროექტზე. მე პირობას ვდებ, რომ არჩევნების შემდეგ მყისიერად განახლდება შემოვლითი რკინიგზის პროექტი და მე შევძლებ, თბილისი საცობებისგან გავათავისუფლო“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი