ხაშურის მერია იმ სტუდენტებს დააჯილდოვებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მოიპოვეს

883

ხაშურის მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ სტუდენტების დაჯილდოებას გეგმავს, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და 100%-იანი გრანტი (არ იგულისხმება უფასო ფაკულტეტები და ჩაბარების შემდგომ მოპოვებული შიდა გრანტი) მოიპოვეს, – აცხადებენ ხაშურის მერიაში.

მერიის ინფორმაციით, დაინტერესებულმა პირებმა შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ: პირადობის მოწმობის ასლი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ, საბანკო ანგარიშის ნომერი;

“დოკუმენტაცია მიმდინარე წლის 12 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით მიიღება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავცელებულ განცხადებაში.