გორში მეილიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

31

გორში მელიქიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

“მოსახლეობას ქუჩაზე გადაადგილების პრობლემა მოუწესრიგებელი გზის საფარის გამო აღარ შეექმნება. ქუჩის მთელ პერიმეტრზე ასფალტბეტონის გზის საფარი, სანიაღვრეები, ტროტუარები, ბორდიურები და ეზოში შესასვლელები მოეწყო”, – აცხადებენ გორის მერიაში.

მათივე ცნობით, ქუჩის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის ჯამში 409 029 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოები შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-მა“ შეასრულა.