საჩხერის 2 სოფელში – ჭალასა და პერევში გზები კეთდება

42

საჩხერის 2 სოფელში – ჭალასა და პერევში გზები კეთდება.

სოფელ ჭალაში 1 000 მეტრამდე სიგრძის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გზის სავალი ნაწილის ზედაპირის მოსწორება დასრულებულია. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სოფელ პერევში ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარიტუალო დარბაზიდან სოფლის დასასრულამდე მიმავალ საავტომობილო გზის 2 400 მ-ზე რკინა-ბეტონის საფარი ეწყობა.

პროექტის ფარგლებში რკინა-ბეტონის გარდა ასევე ეწყობა სანიაღვრე და ნაპირსამაგრი. სამუშაოს ინდ/მეწარმე მურმან ტოგონიძე ასრულებს. პროექტი მაღალმთიანი განვითარების ფონდიდან ფინანსდება.